ქართველი კანონმდებლები ვლადიმერ პუტინის სათათბიროში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრემიერის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა კავშირი ფუჭია.
"რუსეთის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა კავშირი მითია. მითია, რომ რუსეთი არის უძლეველი და ეს მითია და მეტი არაფერი და ეს ბევრჯერ დადასტურდა. თუ რუსეთი თავის განწყობას, თავის მენტალობას არ შეცვლის, პრობლემები თავად ამ სახელმწიფოს შეექმნება. ჩვენ დავინახეთ ,,დუმის", საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რამდენად აქტიური იყო სამოქალაქო საზოგადოება და ეს აქტიურობა კიდევ გრძელდება რუსეთში. Yყველა კარგად ხედავს ნორმალური საზოგადოების ნაწილი, რომ რუსეთის განვითარების პერსპექტივა არ არის ,,ევრაზიის კავშირი", მისი განვითარების პერსპექტივა არის ის , რომ იგი გადაეწყოს იმ რელსებზე რომელიც ევროპაში არის ჩამოყალიბებული", _ განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთი პრემიერი სათათბიროს წინაშე კიდევ ერთხელ გამოვიდა ,,ევრაზიის კავშირის" შექნის ინიციატივით.