სატელევიზიო რეკლამებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე პარლამენტი უარს "ქართულ დასსა" და "ეროვნულ ფორუმს" ეუბნება. "ქართული დასის", ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილება, მასზე Hშურისძიებისთვის არის განსაზღვრული.
კერძოდ, ცვლილებების პროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე და შედეგის მქონე პარტიებს, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად, დამატებითი თანხა გამოეყოფათ. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტისთვის მასში შემავალი პარტიებსითვის ჯამურად, 600 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ბაღათურიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან, მხოლოდ "ქართული დასი" და "ეროვნული ფორუმი" რჩებიან უფასო საეთერო რეკლამის გარეშე.
,,ეს კეთდება ჩემზე შურისძიების მიზნით, რადგან ასე დაგავალეს და თქვვენ ეს დავალება უნდა შესრულოთ.,, - მიმართა უმრავლესობას დეპუტატმა.
მისი თქმით, "ქართული დასი" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა. შესაბამისად, შემოაქვს ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვით, უპირატესობა არა მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში, არამედ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში შედეგების მქონე პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ.
ბარათურია მოუწოდებს დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ მის წინადადებას, რადგან წინაარმდეგ შემთხვევაში ისინი თავს ,,სამარცხვინო მდგომარეობაში,, ჩაიგდებენ.
მმართველი გუნდი ბარათურიას ალტერნატიული წინადადების მხარდაჭერას არ გეგმავს.