ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ქ.სტამბოლში მონაწილეობს ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკურ სამიტში. ვიცე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სესიაზე და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ენერგეტიკის სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ქვეყნის შესაძლებლობებზე, გახდეს „მწვანე ენერგიის" (ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის) ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.
ევრაზიის მე-15-ე ეკონომიკური სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ ალბანეთის, მაკედონიისა და მონტენეგროს პრეზიდენტები, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინას პრემიერ მინისტრი, მეკედონიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, ასევე, ავსტრიის, აშშ-ს, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სხადასხვა სფეროს მინისტრები პარლამენტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები.