დღეს, 12 აპრილს, 19:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი - ბრიგიტე ვოლფარტი (სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი (გერმანია).
პროგრამაშია რიჰარდ ვაგნერის "ნიურნბერგელი მაისტერ ზინგერები" - უვერტიურა; ნაწყვეტები ოპერიდან "ლოენგრინი" და "ტრისტანი და იზოლდა".
ვოლფარტი 2010 წლის სექტემბრიდან ბერნის (შვეიცარია) ხელოვნების უმაღლესი სკოლის პროფესორია.ხოლო ვახტანგ მაჭავარიანი 2000 წელს რუსეთის დიდი სიმფონიური ორკესტრის - "მილენიუმის" სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. იგი თანამშრომლობს 80-ზე მეტ ორკესტრთან, მათ შორის: ლონდონის სამეფო ფილარმონიის, მანჩესტრის, შტუტგარტის სახელმწიფო, ბელგიის ნაციონალური, გერმანიის წამყვანი ორკსტრები, საფრანგეთის ნაციონალური ორკესტრი და სანკტ-პეტერბურგისა ორკესტრთან. 2011 წლის 26 მაისს ვახტანგ მაჭავარიანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.