17 აპრილს, 12:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში მიმდინარე წლის ბრწყინვალე შვიდეულში იხსნება ტრადიციციული სააღდგომო გამოფენა. გამოფენის მიზანია დააინტერესოს და გააცნოს ბავშვებს რელიგიის ისტორია, ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები, ინფორმაცია აღდგომის შესახებ და სხვ.
ნამუშევრებში ასახულია ბიბლიური სიუჟეტები (ძველი და ახალი აღთქმიდან) ასევე გაზაფხულის პეიზაჟები, სააღდგომო სამზადისი და სხვა. წარმოდგენილია გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ( თოჯინები, თექა, მოხატული კვერცხები და სხვა.)
წარმოდგენილია 236 ბავშვის 300 მდე ნამუშევარი. გამოფენაში მონაწილეობენ ბავშვები სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლიდან, სამხატვრო სტუდიებიდან, საჩხერიდან, აფხაზეთის
საჯარო სკოლებიდან და ა.შ.
ექსპოზიცია გასტანს 2012 წლის 25 აპრილამდე.
გამოფენას დაესწრებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები.