26 აპრილს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე აღდგენილი სპექტაკლი "სულიერი არსებები" იქნება წარმოდგენილი.
ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა.
მონაწილეობენ მსახიობები: თათული დოლიძე, მარინა კახიანი, დავით კვირცხალია, რუსუდან მაყაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ნინო თარხან-მოურავი, ქეთი ხიტირი, დავით დარჩია, დავით უფლისაშვილი და მურმან ჯინორია.
სპექტაკლი მაყურებელთა თხოვნით აღდგა. პრემიერა 2007 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა.