საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში იწყება საგანმანათლებლო პროგრამა "შექმენი შენი სამკაული".
პროგრამა გათვლილია 6-16 წლის ბავშებისთვის და მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
საგანმანათლებლო პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.
თეორიულ ნაწილში ბავშვები შეიტყობენ უძველესი ქართული სამკაულების დამზადების ორიგინალურ მეთოდს და ამ მეთოდით ვორქშოპზე თვითონ დაამზადებენ სამკაულებს.