საავარიო ვითარების ან საცობის შექმნისთვის, ჯარიმა ორმაგდება. ამის შესახებ ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.
კანონის მოქმედი რედაცქიით, საავარიო ვითარების შექმნა, ან მოძრაობის შეფერხება და ან საცობის შექმნა, 100 ლარით ჯარიმდებოდა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი 100 ლარიანი ჯარიმა, 200 ლარამდე იზრდება.
კანონპროეტქის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. პარლამენტს პროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.