ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, 50 ლარით ჯარიმდება. კანონპროექტით კი, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება.
ცვლილებებით ასევე დგინდება ახალი რეგულაცია ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე. კერძოდ, წელიწადში ღერძულა ხაზის მეორედ გადაკვეთისთვის, პირი უკვე 200 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობა.