მძღოლებისთვის ახალი ჯარიმა წესდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.
კანონპროექტით, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, ახალი ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება.
კერძოდ, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა 50 ლარით ჯარიმდება. მოქმედ კანონმდებლობაში აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა განსაზღვრული არ იყო.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა.