შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქ.თბილისში, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ალი ვალის ძე მამედოვი დააკავეს, რომელმაც 2009 წლის მაისის თვეში სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს აღმოსავლეთის სამსახურის (წითელი ხიდი) საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების უფროსს ზამურ ჭითანავას ქრთამის სახით შესთავაზა 1 000 აშშ დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან კარტოფილის უკანონო გზით შემოტანის სანაცვლოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით.