დღეს, 11 აპრილს, 20:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლ "ბოლო გაჩერების" პრემიერა გაიმართება.
ნიკოლას ე. ბრაერის კინოსცენარის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გაგა გოშაძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დავით ჯაყელი, დავით წერეთელი, მამუკა მანჯგალაძე, ნინო საკანდელიძე, კახა კობალაძე და სხვები. კინოსცენარი თარგმნა ზურაბ გოშაძემ.