თბილისში, გლდანში VI მიკრორაიონის 21-ე კორპუსთან 28 წლის რევაზ ქარდავამ თავისი მეუღლე 28 წლის ნათია წიკლაური დანით დაჭრა და შვილისა და მეზობლების თვალწინ სასტიკად სცემა. მიზეზი ოჯახური უთანხმოება და განქორწინების სურვილი იყო.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მოკვლევას აწარმოებენ. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. რეზო ქარდავა დაკავებულია. მან მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა სახის არეშსა და გულმკერდის ზედაპირზე მიაყენა. ნათია წიკლაური ამ დროისათვის გადაყვანილია მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.