მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად მყოფ ქართველ ჟურნალისტებზე ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს გმობს.
"სამართლიანი საქართველოსთვის" უკრაინელი სამართალდამცავებისგან ინციდენტების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
მოძრაობა აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მათ ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.