11 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სომხური ბეჭდური წიგნის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული უნიკალური სომხური გამოცემები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული კულტრულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ჰაიარტუნ"-ი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან სომხეთის კულტურისა და დიასპორის სამინისტროების, გალუსტ გულბენკიანის ფონდისა და საქართველოში სომხეთის საელჩოს მხარდაჭერით.