ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა თავიანთი კოლეგა დააკავეს. პოლიციელმა მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ის დანაშაულს აღიარებს.
გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დავით რეხვიაშვილმა აიღო 60 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი. როგორც გამოძიების ამ ეტაპზე ირკვევა, შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა დავით რეხვიაშვილმა, აიღო 60 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი. კერძოდ, შს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რათა სამინისტროს შენობის უკან აშენებულიყო ავტოსადგომი. ამ კონკტერულ ტენდერში მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის კომპანია "ინდუსტრია 2" , რომლის წარმომადგენლებსაც რეხვიაშვილი დაჰპირდა, რომ მფარველობას გაუწევდა და გაამარჯვებინებდა ტენდერში. ეს ასეც მოხდა.
ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ინდუსტრია 2"-მა, გენერალურმა ინსპექციამ კი ძიება დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდა. როგორც გამოძოიების ამ ეტაპზე ირკვევა, კომპანია "ინდუსტრია 2" გარიგებაში შევიდა დავით რეხვიაშვილთან და მას ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ 60 ათასი ლარი გადაუხადა.
"საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს ქალაქ თბილსის მთავარი სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით რეხვიაშვილი. დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნილი დანაშაულის ჩადენისათვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", _ აცხადებს საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი.