A/H1H1 ვირუსით, ე.წ ღორის გრიპით 36 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, შემთხვევა ქუთაისში სამი დღის წინ მოხდა.
იმნაძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.
დღეისთვის საქართველოში ე.წ ღორის გრიპით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1235 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 23 ინფიცირებული გარდაიცვალა.
იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე დაავადების კლების ტენდენცია შეინიშნება და ეს ტენდენცია იანვრის განმავლობაში შენარჩუნდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვლისთვის ვარაუდობს.