ხვალ, 10 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სააღდგომო თემატიკაზე შექმნილის 65 ავტორის ასამდე ნამუშევარი. ფერწერით, ქარგულობით, ჭედურობით შესრულებული გარდამოხსნები, სამების, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, შობის, აღდგომის და საქართველოს ეკლესიის წმიდანთა ხატები. ექსპონატთა უმრავლესობა შესრულებულია ოქრომკედით, ერთად შეგრეხილია ოქროსა და აბრეშუმის ძაფით ნაკერი ან ნაქარგი.
აღსანიშნავია, რომ ოქრომკედით ქარგვის ტექნიკა საუკუნეებს მოიცავს. მისი ცოდნა სავალდებულო იყო დიდგვაროვანი მანდილოსნებისთვის. საქართველოში ქარგვის ოცდაათზე მეტი სახეობაა შემორჩენილი.
გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში 20 აპრილს დაიხურება.