ბრიტანელი მომღერალი ადელი სათავეში ჩაუდგა გამომცემლობა Entertainment Weekly-ის მიერ შედგენილ, თანამედროვეობის უდიდეს შემსრულებელთა სიას.
ჩამონათვალი სულ 30 სახელსა და ჯგუფების დასახელებას მოიცავს.
ადელმა შეძლო გაესწრო ისეთი შემსრულებლებისთვის როგორიცაა: რიანა, The Black Keys, ტაილორ სვიფტი, დრეიკი, ჯეი უაიტი და აზელია ბენკსი. სრული ჩამონათვალი გამოქვეყნდება Entertainment Weekly-ის ნომერში.
2012 წლის თებერვალში ადელი მუსიკალური პრემიის "გრემის" 54-ე დაჯილდოების ცერემონიალის ტრიუმფატორი გახდა. შემსრულებელმა ექვსი ჯილდო მიიღო.
დღეისათვის ადელის დისკოგრაფია მხოლოდ ორი სტუდიური ალბომისგან შედგება. სადებიუტო დისკი "19" მომღერალმა 2008 წლის იანვარში გამოუშვა, მეორე დისკი "21" გაყიდვაშია 2011 წლის იანვრიდან. ორივე ფირფიტამ შეძლო ბრიტანული ჰიტ აღლუმის პირველი პოზიცია დაეკავებინა, გარდა ამისა, მეორე ალბომი მრავალი კვირის განმავლობაში Billboard 200 ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა