სააღდგომოდ 170 მსჯავრდებული გათავისუფლდება. შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების კომისია მიმართავს. დღეს გამართულ სხდომაზე კომისიამ 417 პატიმრის , მათ შორის 71 ქალის და 9 არასრულწლოვანის საქმე განიხილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, შეწყალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, კომისიამ 30 პატიმარზე სასჯელის განახევრების რეკომენდაციაც გასცა.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, კომისიას უპრეცენდეტოდ ბევრმა მსჯავრდებულმა მიმართა.
შესაწყალებელი მსჯავრდებულების სია პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.