ამერიკელი მხატვრის მარკ როტკოს სურათი „ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი" საწყისი ფასით, 35-45 მილიონი დოლარი, აუქციონის სახლმა Christie's სავაჭროდ გამოიტანა.
აუქციონზე, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართება, ასევე გამოიფინება ომის შემდგომი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ამერიკელი ფილანტროპისა და ხელოვნების მფარველის დევიდ პინკუსის კოლექციიდან. კოლექციის ესტიმენტი 100 მილიონიან ნიშნულს აღემატება.
ცენტრალური ადგილი კოლექციაში უკავია 1967 წელს შეძენილ მარკ როტკოს ნახატს. ტილო, შექმნილი 1961 წელს მხატვრის ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას წარმოადგენს, რაც კი ბაზარზე გამოჩენილა, მას შემდეგ რაც 2007 წელს 72,8 მილიონ დოლარად მხატვრის ნამუშევარი „თეთრი ცენტრი" გაიყიდა, რომელიც ადრე დევიდ როკფელერს ეკუთვნოდა.
კრებული ასევე მოიცავს ომის შემდგომი და თანამდეროვე ხელოვნების ნიმუშების ფერწერულ ტილოებს, ნახატებს, ქანდაკებებს და ფოტოსურათებს, მათ შორის ვილემ დე კინინგის, ბარნეტ ნიუმანის, ჯექსონ პოლოკის, კლიფორდ სტილის, არჩილ გორკის, ანსელმ კიფერის, ჯეფ უოლის, ნან გოლდინის და მარავალი სხვა.