დღეს, 8 აპრილს, შეწყალების კომისია სააღდგომოდ შესაწყალებელთა პატიმარების საქმეებს განიხილავს.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, 416 საქმიდან 71 ქალის და 9 არასრულწლოვანის დაექვემდებარა განხილვას.
მისივე თქმით, ზოგიერთი საქმე საკმაოდ რთული იყო.
,,ზოგიერთ საქმეს, რომ გადავხედეთ, ვხედავ, რომ მძიმე სააქმეებია. იქ არის მკვლელობები გაუპატიურება, ადამიანის გატაცება. ერთი საქმე საერთოდ ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო, როცა ძიძა აიყვანეს და ძიძა სცემდა ბავშვსს. რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე სააქმეებზე ჩვენ უარს ვეუბნებით რეკომენდაციაზე, დანარჩენი ვნახოთ", - განაცხადა თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე კომისიას შეწყალებისს მოთხოვნით პატიმართა უპრეცედენტო რაოდენობამ მიმარათა, რომლებიც შესაბამის გადაწყვეტილებას კომისიისგან ელიან.