თბილისში რუსთაველის გამზირს #23-ში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ხანძარი იტალიურ ეზოში გამთენისას გაჩნდა.
"გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, მათი ასაკი სავარაუდოდ 45-წლამდეა. ადგილზე არიან სათანადო სამსახურები, რომლებიც ხანძრის გამოწვევ მიზეზებს დაადგენენ" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგაძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა და მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. არსებობდა საშიშროება ხანძრარი მიმდებარე სახლებზეც გავრცელებულიყო.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.