დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში ავტოსაგზაო შემთხვევას 65 წლის ვლადიმერ ზოროღლიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სწრაფად მოძრავი ბეემვეს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, სტაციონარში შემოსვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიგზავნა.
გაზეთ "ქიზიყის" ინორმაციით, გაარკვია, ბე-ემ-ვეს მძღოლი უკვე დაკავებულია.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.