საქართველოს მოქალაქეები თეა დოლიძე, სოფიო ყოლბაია და თურქეთის ერთი მოქალაქე მუზექა შენქელი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებს საქართველოდან მოტყუებით გაჰყავდათ გოგონები, რომელთაც ანტალიაში კაფეში მუშაობას და საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ.
ამასთან კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტმა ვიდეო_ჩანაწერებიც გაავრცელა, სადაც არის საუბარი ეჭვმიტანილებსა და დაზარალებულებს შორის.
,,დავაკავეთ საქართველოს ორი მოქალაქე და ერთი Uთურქეთის მოქალაქე მუზექა შენქელი, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს მოქალაქეების ახალგზარდა გოგონების, პროსტიტუციაში ჩაბმას და თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანას", _ განაცხადა დეტექტივმა ნინო გრძელიშვილმა.
სამართალდამცავებმა სამივე ეჭვმიტანილი თბილის ავტოსადგომზე მაშინ დააკავეს, როდესაც გოგონების მოტყუებით გაყვანას აპირებდნენ.
საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.