საქართველოში ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობის უფლება, სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატების მქონე პირებსაც მიენიჭებათ.
როგორც ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, არ იქნებოდა ურიგო იმაზე ფიქრი, რომ გაფართოვდეს პირთა წრე, ვისაც სრული პოლიტიკური აქტიურობის უფლება ექნება.
"არ იქნებოდა ურიგო, თუკი მომავალში ვიფიქრებდით ამ პირთა წრის გაფართოებაზე და ანალოგიური უფლებები არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელდეს. მხარს დავუჭერდი თუკი, მოხერხდებოდა შეთანხმება - ეს გავრცელდეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მქონე ქართველებისთვისაც. რაც შეეხება ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე საუბრის არგუმენტი ისაა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეკლარირებული აქვს პოლიტიკური ნება, რომ მთავარ საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირი და ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროპასთან" - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ იმედოვნებს ამ თემაზე ახლა თუ არა, მომავალში მაინც იმსჯელებენ.
კანონპროექტით, რომელიც ,,ქრისტიან-დემოკრატებმა გუშინ წარადგინეს, საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, შეიძლება აირჩეს პარლამენტის წევრად. ცვლილებები კონსტიტუციის კიდევ რამდენიმე მუხლში იგეგმება.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან იწყებს.