ესპანეთში დაკავებული ქართველების ვინაობა საელჩოსთვის სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ინფორმაციის მიღების თაობაზე, საქართველოს საელჩო ადგილობრივი პოლიციას, ოფიციალურად დღეს მიმართავს.
შეგახსენებთ დამნაშავეთა დასაკავებლად პოლიცია სპეცოპერაციას 2 წლის განმავლობაში ამზადებდა. სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ნაძარცვი ნივთები და იარაღი ამოიღეს.
შეგახსენებთ, ოთი დაკავებულიდან ორი ქალია, რომლებიც ძირითადად, ესპანეთის გარეუბნებში მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ესპანეთსა და იტალიაში ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით სულ 30 ქართველი დააკავეს.