სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის 9 თანამშრომელი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკაებუები არიან - გიორგი ვაჟიკაშვილი, რევაზ ვაჟიკაშვილი, კოტე ხუბაშვილი, ნონე ხუბაშვილი, გიორგი თათარაშვილი, გიორგი ბერბერაშვილი, გიორგი ბოდაველი, რევაზ მურღული და სანდრო ქაშიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში არსებულ სკოლასთან მომხდარ ჩხუბის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ხულიგნობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით.