დღეს, 6 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი "33-ა" კონცერტს გამართავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის მენეჯერმა ეკა კუპრეიშვილმა განუცხადა, "კონცერტზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი "33-ა" საზოგადოებისთვის ცნობილ ძველ სიმღერებს შეასრულებენ".
კონცერტი მაგთის პროექტის "ქართული ხელოვნების საღამოები" ფარგლებში იმართება.
ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დიდი საკონცერტო დარბაზი.