დღეს, 6 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა მწერალ ზურაბ ლეჟავასთან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია
ზურაბ ლეჟავა დაიბადა 1960 წელს თბილისში. მისი მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში. ლეჟავას შემოქმედების დიდი ნაწილი დაწერილია საპყრობილეში ყოფნის დროს. კრებულმა "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "გალა", ნომინაციაში "წლის წიგნი".
2011 წელს, გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ახალი ამბების საგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა, ლეჟავა გახდა წლის ხელოვანი და "ოქროს პერგამენტის" ლაურეატი.