ხვალ, 6 აპრილს, თბილისში ZARA-ს პირველი ოფიციალური მაღაზია იხსნება. ZARA-ს მაღაზია "თბილისი მოლში" გაიხსნება.
7 აპრილიდან კი ქართველ მომხმარებელს საშუალება ეძლევა მსოფლიო ბრენდის ხარისხიანი პროდუქცია შეიძინოს. ZARA-ს მაღაზიაში კოლექციის განახლდება მოხდება ყოველკვირეულად, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.
AlHokair ჯგუფი საქართველოში კომპანია Inditex-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა, რომელსაც მსოფლიოს მაშტაბით უკვე 5 000 მეტი მაღაზია აქვს გახსნილი და ამჯერად უკვე საქართველოს ბაზარზე შემოჰყავს მასში გაერთიანებული 6 ბრენდი: ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear and Uterque.
AlHokair ჯგუფის-ის გენერალური დირექტორის იასინე სიბარის განმარტებით, კოლექციის განახლება კვირაში ორჯერ მოხდება. "თბილისი მოლში" გახსნილ Inditex-ის მაღაზიებში კი 300-მდე თანამშრომელი დასაქმდება, ხოლო უახლოეს 2-3 წელიწადში კომპანია გაფართოებას გეგმავს და საქართველოში დამატებით 10 ბრენდის შემოყვანას აპირებს. მისივე განმარტებით, ZARA-ს მაღაზიები თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ბათუმში გაიხსნება.
დღეისათვის ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 78 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს პირველი ოფიციალური მაღაზია თბილისში - მისამართზე დიღმის 8, აღმაშენებლის ხეივანი 16/3-ში მდებარე თბილისი მოლში 2000 კვ/მ-ზე განთავსდება. მაღაზიაში 70 ადამიანი დასაქმდება.