სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) თანამშრომლებმა, ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, ქ.თბილისში, ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქეები: მეზანურ ფარხად უდდინის ძე რაჰმანი (MEZANUR RAHMAN), მოჰამად ტარიკულ ქოლილურ რაჰმანის ძე ჰასანი (MD. TARIQUL HASAN), ბულბულ მუჰამად ჯალალ უდდინის ძე აჰმედი (BULBUL AHMED), სიპან მოჰამად კოლამდარ ალის ძე მია (SIPAN MIAH.), მეჰედ ჯაჰიდურ კაბირის ძე ჰასანი (MEHEDI HASAN), აბუ საიმენ ალი აკბარის ძე აზადი (ABU SAYEM AZAD - 07.06..), მოჰამედ რუჰულ ანვარ ჰუსეინის ძე ამინი (MD. RUHUL AMIN), შაჰადათ შაჰჯაჰანმიას ძე ჰოსსენი (SHAHADATH HOSSEN), მასუდ ლუთბურ რაჰმანის ძე ფარვეზი (MASUD PARVEZ) და მოჰამად ბორჰან უდდინის ძე ფაიშალი (MD. FAISHAL), დააკავეს, რომლებმაც 2012 წლის 3 აპრილს, ბანგლადეშის მოქალაქეს მუჰამედ რაჰმანს მის ოჯახზე ფულის გამოძალვის მიზნით (5 000 აშშ დოლარი), უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 143-ე მუხლის II ნაწილის "გ", III ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.