დღეს, 5 აპრილს, 17:00 საათზე, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ გურამ (ხიტა) ქუთათელაძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1960-70 წლებში შესრულებული ფერწერული ტილოები, როგორც კერძო, ასევე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული.
მხატვარი გურამ (ხიტა) ქუთათელაძე 1924-1979 წლებში მოღვაწეობდა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, კიოლნი - პიტერ ლუდვიგის მუზეუმში და გერმანია-აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში.