ხვალ, 5 აპრილს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი კონცერტს გამართავს.
კონცერტზე ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოები "ჯვარცმული ქრისტეს შვიდი უკანასკნელი სიტყვა" შესრულდება.
მთხრობელი გოგი ხოშტარია, დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.