პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, პრემიერ-მინისტრობის უფლება არ აქვს.
როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას პოლიტიკასთან კავშირი არა აქვს.
,,მოქალაქეობის საკითხი არანაირი პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება, ის სამართლებრივი საკითხია და ბუნებრივია კანონის შესაბამისად წყდება. პოლიტიკური შედეგები, რაც უკავშირდება პარტიის რეგისტრაციას, ამასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენი პოლიტიკური გარემო არის ღია, ნებისმიერ პარტიას შეუძლია დარეგისტრირება და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა,, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, პოლიტიკური აქტივობის უფლება აქვს, თუმცა პრემიერ-მინისტრობის უფოლება არა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. ნატურალიზაციის გზით "ქართული ოცნების" ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა.