"თუ Uსურვილი აქვთ, ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე მიანიჭონ მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს. ჩენ გვაქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში და დააკმაყოფილონ ეს სარჩელი, ისევე როგორც დააკმაყოფილეს ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში და ამით აღდგება სამართლიანობა. ამიტომ ეს არის საბაბი და არა მიზეზი", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ასე ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სწორედ ორმაგი მოქალაქეობის გზით, ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა მირებული, რომელიც ჩამოართვეს.
"სწორედ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნის საფუძველზე ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა მინიჭებული, რომელიც ჩამოართვეს, თანაც დაუსაბუთებლად 2011 წლის ოქტომბრის თვეში", _ განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსნენებთ, ბიძინა ივანიშვილს იუსტიიციის სამინისტრო ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით უარი განუცხადა. 2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს წარადგინა. კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
"საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.