მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს მალაიზიის ციხეში მოიხდიან_ამის შესახებ საქართველოს პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომლიც მალაიზიაში იმყოფება.
"დილიდან შედგა ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან, მალაიზიის პროკურატურაში. მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე იმ გაგებისთვის, კოლეგიალობისთვის რაც მათ გაწიეს საქართველოს მიმართ და დავპატიჟე და მივიწვიე საქართველოში. დანარჩენი შედეგი მიღწეულია. შედეგი არის, ის, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს არ ელის სიკვდილით დასაჯა", _ განაცხადა საყვარელიძემ.
ამ დროისთვის ნარკოტიკის ტრაფიკში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მალაიზიის სხვადასხვა კუნძულის ციხეებში იხდიან სასჯელს.