შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 70 წლის მამაკაცის ორივე შვილი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, შვილები დაკითხვაზე დაიბარეს, დაკითხვის შემდეგ ძმებმა ერთმანეთი ცემეს და პოლიციას არ დაემორჩილნენ.
სასამართლომ ორივე დაკავებულს პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით, 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში შვილებმა 70 წლის მამა სასტიკად ცემეს. ცემის შედეგად დათო რ-შვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დაშავებული თბილისში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.