რადიანის ქ. #7-ში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა ჯერ საკუთარ მეუღლეს გულში ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა განხორციელდა "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან. ნიკოლოზ მახაშვილს იარაღი საფეთქელში აქვს ნასროლი.
როგორც ახლობლები აცხადებენ, ნიკოლოზ მახაშვილი ვეტერანთა საბჭოს დამფუძნებელი იყო და ამ ორგანიზაციაში მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, იგი ომის ვეტერანი იყო. რაც შეეხება მანანა ზუბიაშვილს, ის "ავტორადიოს", რადიო "ფორტუნას", "ფორტუნა პლუსისა" და "არ დაიდარდოს" მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე ამჟამადაც იმყოფებიან სამართალდამცველები და საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ.