"ქართული ოცნების" პრესსპიკერი, ხელისუფლების მხრიდან კოალიციის მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და რამდენიმე სახელისუფლებო წევრის სახელს ასახელებს.
"ქუთაისში. ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ყვებიან, რომ ქუთაისის მერიის ჩინოვნიკები თავს დაეხნენ. კოალიციის წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა რეაგირება. ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი გუბაზ ჩივაძე, ამბონს, რომ თავდასხმელებს შორის იყვნენ ქუთაისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვასილ ხარაბაძე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხარაზიშვილი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ლევან თვალავიძე, გიორგი მებურიშვილ", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე ზეწოლა მაშინ, მოხდა, როცა ისინი პარტიულ აგიტაციას ეწეოდნენ.
"ისინი ყვებიან, რომ მათ ქუთაისის მერიის თანამშრომლები, თავს დაესხნენ თეთრ ხიდთან, როდესაც ისინი არიგებდნენ სააგიტაციო მასალებს. მათ წართვეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ და გადაუყარეს მდინარეში. თუმცა ამ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახურში არ ადასტურებს", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ქართული ოცნების პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ახმეტის რაიონშიც ცდილობდნენ აქტივისტების დაშანტაჟებას.
,,ახმეტის ოფისის გახსნის მეორე დღეს, ,,ქართული ოცნების" 20 მხარდამჭერს მიაკითხა პოლიციისა და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა და ისინი ცდილობდნენ შანტაჟის, დაშინების გზით, შეეკავებინათ მათი მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების" მიმართ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" ოფისების გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასრულდება.