საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ვაშინგტონში გაემგზავრა.
თარგამაძე შეხვედრებს კონგრესში, სახელწმიფო დეპარტამენტსა და უშიშროების საბჭოში გამართავს.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტში დაგეგმილ კონფერენციაშიც.
როგორც თავად თარგამაძე აცხადებს, აშშ-ში ვიზიტის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს "ქრისტიან-დემოკრატების" ხედვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, საგარეო და საშინაო საფრთხეებსა და ეკონომიკის განვითარებაზე.
გიორგი თარგამაძესთან ერთად ამერიკული მხარის მიწვევით ვაშინგტონს ნიკა ლალიაშვილის სტუმრობს.