რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა გასული წლის ნოემბერში ჟენევაში ხელმოწერილი რუსულ-ქართულ შეთახმებასთან დაკავშირებით, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგს ეხება პასუხობს:
"შეთანხმება ჯერ ძალაში არ შესული. ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდება. ამიტომაც ჩვენ ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებით", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პასუხში.
უწყებისავე განმარტებით, ამჟამად შვეიცარია, რომელიც არის მესამე და ნეიტრალური მხარე რუსეთთან და საქართველოსთან შეთანხმებული კომპეტენტური კერძო კომოანიის შერჩევითაა დაკავებული, რომელსაც მომავალში რეგიონალური ვაჭრობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარება და ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებთან ურთიერთქმედება დაევალება.
"ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას ამ კომპანიის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანიის წარმომადგენლები თვალყურს გაადევნებენ საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას საქონლის მიმართ, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკა აფხაზეთთან , რუსეთის ფედერაციასთან და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე იმოძრავებს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.