დღეს, 1-ელ აპრილს საქართველოში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაიწყება. დაგეგმილია საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და თავის ქართველო კოლეგას - ნიკა გილაურს შეხვდება. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ასევე უწმინდესსა და უნერესს ილია II-ს.
აღსანიშნავია, რომ ბოიკო ბორისოვის საქართველოში ვიზიტისას, საქართველოსა და ბულგარეთს შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის: განათლების სფეროზე, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლაზე.
ასევე დაგეგმილია რეადმისიის პროტოკოლზე ხელმოწერაც.