შს მინისტრის ნაცვლად დეპუტატთა შეკითხვებს შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე უპასუხებს. ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში სამთავრობო საათზე ვანო მერაბიშვილი მივიდოდა, თუმცა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების შეკითხვებს ეკა ზღულაძე გასცემს პასუხს.
შსს-ს მაღალჩინოსანთან საპარლამენტო პოზიციას ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმეებზე დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მირება სურთ.
სამთავრობო საათზე, ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძისა და ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის საქმეებზე ისაუბრებს.
სამთავრობო საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანიც გამოცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ისაუბრებს.
იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სამთავრობო საათზე, უკრაინაში ვიზიტის გამო ვერ მივიდა.
ფრაქციას ~ერთობა სამართლიანობისთვის~ მინისტრებისთვის 10 კითხვა აქვს გადაგზავნილ