საქართველოს პარლამენტის, აფხზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში,, შედის.
ცვლილებების თანახმად, აღნიშნული საბჭო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტისა და აფხზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭიების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით იქმნება.
მასში შედიან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭიების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ-სამი წევრი.
ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი ერთ ერთი მოადგილე. საბჭოს სხდომები გაიმართება სამ თვეში ერთხელ მაინც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან, ათი დღის ვადაში, უნდა უზრუნველყონ საბჭოს წევრთა დანიშვნა.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.