15 იანვარს, 23:00 საათზე, გულის მწვავე უკმარისობით, "ეროვნული ფორუმის" პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომისტი და იურისტი ნიკო ორველაშვილი გარდაიცვალა.
ეროვნული ფორუმის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, ნიკო ორველაშვილს გული აწუხებდა.
"მისი რეჟიმიდან გამომდინარე სანერვიულო ექნებოდა, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა", - განაცხადა პოპიაშვილმა.
ნიკო ორველაშვილი 1963 წლის 19 აპრილს დაიბადა. დაამტავრა ივ. ჯავახიSვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუშაობდა სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში.