რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ 4 ივლისის ღამეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირენული კომბინირებული თავდასხმა, რომელიც რუსეთის ლიდერ პუტინსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, პუტინის მხრიდან შეერთებული შტატების უგელებელყოფისდასტურია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 4 ივლისის ღამეს რუსეთის თავდასხმა „ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უარესი“ იყო.
„ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა თავს დაესხა უკრაინის დედაქალაქს, მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. და ის ამას განზრახ აკეთებს... პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგელებელყოფას შეერთებული შტატების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ომის დასრულებას მოითხოვს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან მოუწოდა რუსეთის „ყველაზე მკაცრი სანქციებით“ დასჯისკენ და უკრაინისთვის თავდაცვის ყველა საჭირო საშუალებით უზრუნველყოფისკენ.
„არასწორმა გადაწყვეტილებებს მხოლოდ აგრესორის წახალისება შეუძლია ტერორის ესკალაციისკენ. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებსა და მათზე რეაქციებს. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა ძალიან მკაფიო სიგნალს მიიღებს“, - აღნიშნა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.