პარლამენტში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას ელოდებიან.
მინისტრი, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრებს.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა, რომელიც 17:00 საათზე დაგეგმილი სავარაუდოდ, დახურული იქნება.
გუშინ, ანტიკრიზისული სხდომის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუსმინეს.