ქ. სეულში ბირთვული უსაფრთხოების რიგით მეორე სამიტის პარალელურად, რომელიც 26-27 მარტსგაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრიცი შხვედრები გამართა მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრთან საად ედდინ ელ ოთმანისთან, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ დავუთოღლუსთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ფედერალურ კანცლერთან დ. ბურკჰალტერთან.
მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური თემები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მაროკოს ურთიერთქმედების საკითხები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა შვეიცარიის კონფედერაციის საშუამავლო მისიის მნიშვნელობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხში.