"საქართველოს პოლიციამ 17 მარტს თბილისის აეროპორტში რუსი მეწარმე კონსტანტინე როდიონოვი დააპატიმრა. როდიონოვი ეჭვმიტანილია ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევაში ", _ ეს განცხადება დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
მისი თქმით, ამჟამად როდიონოვი თბილისში საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. მას ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრება. რუსეთი ამ საკითხის გარკვევითაა დაკავებული.
ლუკაშევიჩი ასევე აცხადებს, რომ "რუსული მხარე ზომებს იღებს იმისათვის რათა გაარკვიოს ამ ადამიანის დაკავების გარემოებები და უზრუნველყოს მისთვის საკონსულო მისაწვდომობა".
"ამ დროისათვოს რუსული მხარის მოთხოვნები პასუხის გარეშე რჩება. საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს ოფიციალურად დაადასტუროს ამ მოქალაქის დაკავებისა და მისთვის ამ კონკრეტული ბრალდების წაყენების ფაქტი", _ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ "მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მონახულებისას ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების არქონას".